აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან გრძელვადიან და დაბალპროცენტიან სესხებს ითხოვენ. როგორც ამირან კაჩმაზოვი ამბობს, პარლამენტის მიერ შეჩერებული კანონის განხილვა, რომელიც უძრავ ქონებაზე 6 თვით აღსრულების მორატორიუმს ითვალისწინებს, არანაირ გარანტიას არ იძლევა:
“6 თვის მერე რა გარანტია გვაქვს ჩვენ, რომ ამ ფულს გავისტუმრებთ, რომ სახლებიდან არ გამოგვასახლებენ? ჩვენიდან ზოგიერთს უკვე სახლები წართმეული აქვს, ბანკმა გაუყიდა სახლი, ზოგი ველით, როდის მოვა პოლიცია და გამოგვყრიან. პარლამენტმა კანონი თითქმის მიიღო, ივანიშვილმა კატეგორიული უარი უთხრა ხალხს, ე.ი. ამჯობინა ვიღაც ინვესტორები და საკუთარ ხალხს გაუკეთა იგნორი.”
კაჩმაზოვი მიიჩნევს, რომ ხელისუფბლებამ ისინი დაბალპროცენტიანი სესხით უნდა უზრუნველყოს:
“ვითხოვთ, მოგვცენ გრძელვადიანი სესხები 3-4 პროცენტში. მოგვცენ საშაუალება, რომ გავისტუმროთ ეს ვალები და დაგვრჩეს ჩვენი სახლები. მთავრობაც კმაყოფილი იქნება და ხალხიც. როდემდე უნდათ, რომ დაიმალონ?”
მისივე მტკიცებით, ეს ქმედება გაუმართლებელია. თუ ხელისუფლება მათ ყურადღებას არ მიაქცევს, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებენ:
“მე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის “ქართულ-ოსური ურთიერთობების ცენტრის” თავმჯდომარე, პირობას ვიძლევი, რომ იქნება საყოველთაო გაფიცვა, იქნება ბოიკოტირებული არჩევნები და ქვეყანაში წავა ქაოსი.”



