ახალი ამბები

ივანიშვილი: სტალინის მოღვაწეობას უარყოფითად ვაფასებ

4 სექტემბერი, 2013 • • 949
ივანიშვილი: სტალინის მოღვაწეობას უარყოფითად ვაფასებ

ამ საკიხზე პრემიერ–მინისტრს შეკითხვა “ნეტგაზეთმა” დაუსვა: 

 

“თქვენ თქვით, რომ ჭელაში მინარეთის მშენებლობა უკანონო იყო. 1 სექტემბერს თელავში გაიხსნა სტალინის ძეგლი, რომელიც, თელავის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, უკანონოდ არის აშენებული, თუმცა მისი დემონტაჟი ამ დრომდე არ მომხდარა. რით ახსნით ასეთ ორმაგ სტანდარტს? ….ზოგადად როგორია თქვენი პოზიცია საქართველოში სტალინის კულტთან დაკავშირებით, რომელზეც დღემდე არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, მაგალითად, პატრიარქი მას გამოჩენილ ადამიანად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ბოლო პერიოდში სტალინი მორწმუნეც იყო?”

 

ივანიშვილის განცხადებით, ის საკმაოდ ფაქიზად ეკიდება პატრიარქის მოსაზრება სტალინის შესახებ: “თქვენ დაასახელეთ ისეთი პიროვნება, რომელიც პატივსაცემია ჩემთვის და საზოგადოებისათვის. მე ძალიან ფაქიზად, ძალიან ფრთხლად, რა თქმა უნდა,  უარყოფითად  ვაფასებ მოღვაწეობას სტალინის. ეს არის ჩემი დამოკიდებულება მისადმი”. 

 

ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის სტალინის ძეგლის საკითხს გაარკვევს და ამასთან დაკავშირებით კანონი ყველა შემთხვევაში უნდა იყოს დაცული:”რაც შეეხება ძეგლის საკითხს, გავარკვევ. ყველა უკანონობას მანდაც ამოვკვეთ. უკანონოდ არაფერი არ უნდა იყოს. რადგან ამ თემამ არ აიწია, არ მიმიქცევია ყურადღება. აუცილებლად მივაქცევ ყურადღებას.” 

 

სტალინის ძეგლი თელავში 2013 წლის 18 აპრილს მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის, ზურაბ ყურაშვილის მიერ “სტალინელისათვის” გაცემული ნებართვის საფუძველზე დაიდგა. 

 

სტალინის ძეგლის დემონტაჟი თელავში 2009 წელს მოხდა. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი