ახალი ამბები

ივანიშვილი:ხელისუფლების ცვლამ ეკონომიკური კოლაფსი შეაჩერა

4 სექტემბერი, 2013 • • 1323
ივანიშვილი:ხელისუფლების ცვლამ ეკონომიკური კოლაფსი შეაჩერა

“ეკონომიკურ ექსპერტების შეფასებით, რაც ხდება ეკონომიკაში, ამის მიზეზად არჩევნების მოლოდინი დაასახელა. იმედი მაქვს კოჰაბიტაციის რეჟიმი დასრულდება. რა მაძლევს იმის იმედს, რომ საქართველოში ეკონომიკური აღორძინება დაიწყება: გასულ წლებში ეკონომიკა იყო უფრო ეფექტური, იმიტომ, რომ მას მართავდა ერთი კაცი. ყველა ბიზნესი იყო მართული ერთი ცენტრიდან, მონოპოლიზირებული და იმართებოდა კარტელური გარიგებებით. ეს მოდის წინააღმდეგობაში ეკონომიკის განვითარებასთან. საქართველოში ეკონომიკის განვითარების პოტენციალი არის საკმაოდ დიდი. თუ სწორ რელსებზე გადავაწყობთ ეკონომიკას. პროცესი უკვე დაიწყო, კერძო საკუთრებაში არ ვერევით” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.   

 

მისი თქმით, პრეზიდენტი დღეს დადის და საუბრობს, რომ ქვეყანა ინგრევა და ეს ძაბავს გარკვეულწილად სიტუაციას:”დღეს ინერტულია ეკონომიკა, დრო სჭირდება ყველაფერს. სანამ ბიზნესი გადავა ქმედებაზე, მას სჭირდება დრო. მეორე წელიწადი იქნება საგრძნობი, მესამე წელი იქნება კარგი და მეოთხე კარგი და ასე შემდეგ. სტრატეგიაში ჩვენი ეკონომიკა დაიწყებს აღორძინებას, რამეთუ რითაც მიაღწიეს წარმატებას ევროპულმა ქვეყნებმა, იმ მეთოდებით იმართება ეკონომიკა. აქამდე ეკონომიკა ყურით მოთრეული მეთოდით იმართებოდა. ხან ლიბერტარიანელები იყვნენ და ხან რა ტერმინს მოიგონებდნენ. შოკში აგდებდნენ საზოგადოებას. ჩვენ არ ვაპირებთ ეკონომიკაში ექსპერიმენტები ვატაროთ. ჩვენ გამოვიყენებთ იმ საშულებას, რითაც აღორძინდნენ ევროპული ქვეყნები და აშშ.  ხელოვნურადაც ვცდილობ, გამოვიყენო ჩემი გამოცდილება და კაპიტალიც. ეს თანაინვესტირების ფონდი რამდენიმე დღეში დარეგისტრირდება.  ამან წაიღო დიდი დრო და მალე შემოვა თანაინვესტირების ფონდი. ჩვენი საპარტნიორო ფონდი სუვერენულ ფონდად გადაკეთდება და ეს უფრო გასაგები ენაა ინვესტორებისათვის. ყველაფერი ეს იმუშავებს, მაგრამ შედეგი ვერ დადგება მყისიერად.”

 

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ეკონომიკაძე საუბრისას ციფრებს უნდა ავცდეთ:” რომ არ მომხდარიყო ეკონომიკური ცვლა, მიიღებდნენ ეკონომიკურ კოლაფსს. ის რესურსი, რაც მათ ხელოვნურად გამოიყენეს, გამოწურეს ბიზნესი, მათ შემთხვევაში ვარდნა უფრო მეტი იქნებოდა. ამას დავუსაბუთებ ექსპერტების დონეზე და არ პოლიტიკის დონეზე. პოლიტიკის დონეზე მათ ვერაფერს ვერ დაუსაბუთებ. ამბობენ, მას ეშინია და იმიტომ მიდისო. სად უნდა წავიდე და ვის უნდა დავემალო? ”       

მასალების გადაბეჭდვის წესი