ახალი ამბები

ივანიშვილი:ეკონომიკის ვარდნაში ბრალი ახალ ხელისუფლებას არ მიუძღვის

4 სექტემბერი, 2013 • • 897
ივანიშვილი:ეკონომიკის ვარდნაში ბრალი ახალ ხელისუფლებას არ მიუძღვის

ამის შესახებ მან კომენტარი დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა: 

 

“ძალიან ბევრი სპეკულაცია მიდის ეკონომიკასთან დაკავშირებით. თუ შევხედავთ მხოლოდ ციფრებს, ეს მართლაც ასეა. ციფრების შედარებით გამოიკვეთება, რომ ეკონომიკური ვარდნა არსებობს. მაგრამ გარწმუნებთ, რომ აქ არავითარი ბრალეულობა ახალი ხელისუფლების არ არის. პირიქით, ეს არის შედეგი ყოფილი ხელისუფლების ხანგრძლივი მოღვაწეობით. მაშინ, როდესაც ეკონომიკა იმართებოდა არასწორი მეთოდებით და ეკონომიკური ზრდა რაც ციფრებით მიღწეული იყო ძირითადად სახელმწიფო ინსტიტუტების აქტიურობით და ერთი კაცის გადაწყვეტილების შედეგად.” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

  

მისი თქმით, ნაწილი სახელმწიფო ინვესტიციების ეფექტურად ხორციელდებოდა:” მხედეველობაში მაქვს მცირე სამშენებლო პროექტები, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებდა და ახალი მთავრობა უფრო აქტიურად აგრძელებს უფრო ხარისხიანად, ვიდრე ქუთაისის პარლამენტი და ბათუმის თაუერის შენობა, რომელიც აბსოლიტურად გამოუყენებელია. სხვა მასგავსი, ანაკლიის აკვაპარკი და ასე შემდეგ. შენდებოდა უხარისხოდ, სწრაფად, ერთდღიანი ეფექტის მისაღებად. ხშირად ხდებოდა კომპანიების დაუფინანსებელი რესურსის გამოყენება.  ძალიან ბევრი კომპანიია, რომელსაც არ გადაუხადეს დროულად.  თაუერის მშენებლის დღესაც დავალიანება აქვს 5 მილიონი ეკონომიკის სამინისტროსი.  ასეთი ვალი 100 მილიონამდეა და ბევრი კომპანიაა დაზარალებული. მათ აიძულებდნენ მიეღოთ მონაწილეობა მშენებლობაში და არ აფინანსებდნენ. ძალიან ბევრი ბიზნესი იძულებით სახელმწიფოს მხრიდან ახერხებდა ინვსტიციის ჩადებას არაპროფილურ ბიზნესებში, ეს ყველაფერი დაბრუნდა. გარდა ამისა სახელმწიფომ დაუბრუნებელი დღგ–ს სახით 1,5 მილიარდი ლარი ამოიღო ბიზნესიდან. ყველაფერი კომპლექსურად მოვიდა ყველაფერი პიკში.”

 

პრემიერის განცხადებით, ივლისიდან დაიწყო ეკონომიკური ვარდნის პროცესი:” ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკის გაჯანსაღება. უარი ვთქვით დამახინჯებულ მეთოდებზე და დავიწყეთ ეკონომიკის გადალაგება.  ეს გახლავთ თავისუფალი, კონკურენტუნარიანი ბაზარი. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ჩაერიოს სახელმწიფო ბიზნესში. კერძო საკუთრება უნდა იყოს ხელშეუხებელი, სახელმწიფო ინსტიტუტები გამჭვირვალე. არავის არ უნდა ჰქონდეს არავითარინ პროვილეგია. ეს არის ის მეთოდები, რომლითაც მოვახერხებ გრძელვადიანი ეკონომიკის აღორძინებას. ეკონომიკის სამინისტრო და ეკონომიკური გუნდი წარმოადგენს გრძელვადიან სტრატეგიას ეკონომიკის განვითარების კუთხით. ის კითხვები და სპეკულაციები, რაც ხდება ეკონომიკის ვარდნის კუთხით, კარგი იქნებოდა თუ ექსპერტების დონეზე გადავიდოდა.”  

მასალების გადაბეჭდვის წესი