პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზაფხულში ვეტო დაადო საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ცვლილებებს “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” კანონში, ასევე, ცვლილებებს “უმაღლესი განათლების შესახებ კანონში”, და კანონი, რომელიც აჩერებს სასოფლო–სამეურნეო მიწის სტატუსის შეცვლას არასასოფლო–სამეურნეო მიწის სტატუსით.
ძიძიგურის თქმით, სამივე კანონზე ვეტოს საკითხს განიხილავს პარლამენტი.
“ჩვენ გვაქვს კანონის იმპერატიული მოთხოვნა, რომ ამ სასესიო კვირაში უნდა განვიხილოთ ეს ვეტოები, ამიტომ ხვალ დილით, ბიუროს სხდომაზე გადაწყდება, თუ რომელ დღეს იქნება ვეტოს განხილვა,”- აცხადბს ვიცესპიკერი.
ძიძიგური მიიჩნევს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ამ ვეტოებსაც ისევე დაძლევს, როგორც აქამდე სხვა კანონპროექტებზე დადებულ ვეტოს.
“პლენარული სხდომა დიდი ალბათობით იქნება ხუთშაბათს. ეს უნდა გადაწყვიტონ დეპუტატებმა, მაგრამ სამუშაოს მოცულობებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ხუთშაბათსაც დაგვჭირდება მუშაობა.”
ვეტოს დასაძლევად საჭიროა 90 დეპუტატის მხარდაჭერა.
