საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მარიონეტი შეასრულებს მაფიოზის ხელში ამ თანამდებობას:

“ვინ იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მარიონეტი შეასრულებს მაფიოზის ხელში ამ თანამდებობას. იქიდან გამომდინარე, რომ პრემიერ-მინისტრი ამაზე პასუხისმგებლობას იხსნის, ის გაწირავს ქვეყანას კიდევ უფრო მეტი ქაოსისთვის, ვიდრე აქამდე ამ ხელისუფლებამ შექმნა“.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე პრემიერ-მინისტრის შესაძლო კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილს ასახელებს:

“მთავრობაში არის რამდენიმე პიროვნება, რომელიც, ასევე, არაჩვეულებრივად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლეოსობაში ჯერ არ დაწყებულა. მე არ ველოდები, რომ ივანიშვილი წელს დატოვებს პოსტს“.
