თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე კარფურში თევზების რეზერვუარი გასკდა და ცოცხალი თევზები მაღაზიის იატაკზე მიმოიფანტა – ინფორმაციას და ვიდეოს “ფეისბუკის” მომხმარებელი, მეგი პირველი საჯაროდ ავრცელებს.
“გვერდით ჩავუარე და ორ წუთში მინა გასკდა”, – წერს ის.
ნეტგაზეთი “კარფურის” ვაკის ფილიალთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა, ზარს არ პასუხობენ.