ახალი ამბებირეკლამა

Mastercard და Carrefour SOS ბავშვთა სოფლის ბენეფიციარების დასახმარებლად ერთიანდებიან

8 თებერვალი, 2021 • 948
Mastercard და Carrefour SOS ბავშვთა სოფლის ბენეფიციარების დასახმარებლად ერთიანდებიან

Mastercard და Carrefour ახალ სოციალურ კამპანიას იწყებენ, რომელიც, ერთის მხრივ, კოვიდ19-ის პერიოდში გამოვლენილ კიდევ ერთ გამოწვევასთან, ონლაინ სწავლებასთან გამკლავებას გულისხმობს, ხოლო, მეორე მხრივ, უკონტაქტო გადახდის პოპულარიზაციის გზით ვირუსის გავრცელების რისკების შემცირებას ემსახურება.

დღესდღეობით, სკოლები და უნივერსიტეტები ონლაინ სწავლების მეთოდით სარგებლობენ. თუმცა, საქართველოში, ჯერ კიდევ არ აქვს ყველა ბავშვს საშუალება, რომ დისტანციურად ისწავლოს, სწორედ ამიტომ, Mastercard-მა და Carrefour-მა გადაწყვიტეს, ჰიპერმარკეტების ქსელის ნებისმიერ ფილიალში Mastercard-ით განხორციელებული ნებისმიერი ტრანზაქციიდან 1% „SOS ბავშვთა სოფლის“ ბენეფიციარების დასახმარებლად მიმართონ, 109 ბავშვისთვის შეიძინონ პლანშეტები და უზრუნველყონ მათი სრულფასოვანი სასწავლო პროცესი.

„SOS ბავშვთა სოფელი საქართველო” 30 წელზე მეტია ბავშვებს ოჯახთან მიახლოვებულ გარემოში ზრდის, ეხმარება მათ მიიღონ განათლება, განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები და საზოგადოების სრულფასოვანი წევრები გახდნენ.

„Carrefour-ში Mastercard-ით გადახდის შემთხვევაში, თითოეულ თქვენგანს ექნება შესაძლებლობა ჩაერთოს და წვლილი შეიტანოს ისეთ მნიშვნელოვან და საგულისხმო პროექტში, როგორიცაა SOS ბავშვთა სოფლის აღსაზრდელების, მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისთვის სრულფასოვანი განათლების მიღების საშუალების მიცემა და მათი უზრუნველყოფა პლანშეტებით. აღნიშნული კამპანია Covid19 პანდემიის ფარგლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლეები ნამდვილად აღმოჩნდნენ რთულ და სტრესულ ვითარებაში, რომლის გადალახვაშიც ჩვენ ერთად შეგვიძლია დავეხმაროთ მათ“ – აღნიშნავს იგორ სტეპანოვი, Mastercard-ის გენერალური მენეჯერი საქართველოსა და სომხეთში.

გადაიხადე უკონტაქტოდ, იზრუნე მზრუნველობა მოკლებული ბავშვების განათლებაზე Carrefour-თან და Mastercard-თან ერთად.

ორგანიზაციების შესახებ

SOS ბავშვთა სოფელი:

SOS Children’s Villages International წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 135 ქვეყანაში ჰყავს წევრი ორგანიზაცია ეროვნული ასოციაციის სახით.
ასოციაციასაქართველოს SOS ბავშვთა სოფელიარის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში 1989 წლიდან ეწევა საქმიანობას საქართველოში

კარფური:

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელს, კარფურს საქართველოში Majid Al Futtaim-ი წარმოადგენს. ბრენდის მიზანია, მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.

Mastercard:  

მასტერქარდი ((NYSE: MA), www.mastercard.com , არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210 -ზე მეტ ქვეყანაში. მასტერქარდის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობას, როგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა. შემოგვიერთდით Twitter@MasterCardNews-ზე, ჩაერთეთ საკითხების განხილვაში ბლოგზე „ტრანზაქციის მიღმა“ (Beyond the Transaction Blog) და გამოიწერეთ უახლესი ამბებიEngagement Bureau“-დან (http://newsroom.mastercard.com)

მასალების გადაბეჭდვის წესი