ახალი ამბები

Mastercard და Carrefour მარტოხელა ხანდაზმულთა დასახმარებლად ერთიანდებიან

22 მაისი, 2020 • 1578
Mastercard და Carrefour მარტოხელა ხანდაზმულთა დასახმარებლად ერთიანდებიან

Mastercard და Carrefour ერთიანდებიან და ახალ სოციალურ კამპანიას იწყებენ, რომელიც, ერთი მხრივ, უკონტაქტო გადახდის პოპულარიზაციის გზით ვირუსის გავრცელების რისკების შემცირებას, ხოლო, მეორე მხრივ – მარტოხელა ხანდაზმულებთა დახმარებას ემსახურება. 

დღესდღეობით ნაღდი ფულით ანგარიშსწორება გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული, სწორედ ამ მიზეზით, გვინდა, რომ უკონტაქტო გადახდის მეთოდების გამოყენებით, ჩვენმა მომხმარებლებმა სხვებზე ზრუნვასთან ერთად, საკუთარ უსაფრთხოებაზეც იზრუნონ.  

Mastercard-ით Carrefour-ში გადახდის შემთხვევაში თითოეულ მათგანს ექნება შესაძლებლობა ჩაერთოს და წვლილი შეიტანოს ისეთ მნიშვნელოვან და საგულისხმო პროექტში, როგორიცაა „დავეხმაროთ ხანდაზმულებს“. აღნიშნული კამპანია Covid19 პანდემიის ფარგლებში,  საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და ქალაქ თბილისის მერიის მიერაა ინიცირებული და მიზნად ისახავს მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის საკვები პროდუქტებისა და პირველადი საჭიროების ნივთების შეგროვებასა და მიწოდებას.

კარფურის ნებისმიერ ფილიალში, 18 მაისიდან მომდევნო ხუთი კვირის მანძილზე,  Mastercard-ით გადახდის შემთხვევაში (იქნება ეს უკონტაქტო ბარათით გადახდა; მობილური ტელეფონისა თუ თუ სხვა მოწყობილობის გამოყენება) თანხის ნაწილი მარტოხელა მოხუცების დახმარებისკენ მიიმართება. 

კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია 500 მარტოხელა მოხუცის დახმარება. მათ სპეციალურად მათთვის შექმნილი, სურსათითა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით დაკომპლექტებული კალათები დაურიგდებათ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მიზნებისთვის, Covid19 პრევენციის მიზნით, Mastercard -მა მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, უკონტაქტო გადახდების ლიმიტი გაზარდა და დღეისთვის ქვეყანაში უკონტაქტო ანგარიშსწორების შესაძლებლობა 45-ის ნაცვლად 100 ლარამდეა გაზრდილი. 

გადაიხადე უკონტაქტოდ, იზრუნე საკუთარ თავზე მაშინ, როცა ზრუნავ სხვაზე! 

Carrefour- ის შესახებ

Carrefour-ი, ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელია, რომელიც საქართველოში Majid Al Futtaim-ის მიერაა წარმოდგენილი.  Majid Al Futtaim-ი რეგიონალური ფრანჩაიზის ექსკლუზიური მფლობელია. იგი „კარფურს“ ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის 30 ქვეყანაში წარმოადგენს. ამ ეტაპზე, კარფური საქართველოში 20 მაღაზიით არის წარმოდგენილი – თბილისში, რუსთავსა და ბათუმში,  თუმცა კომპანია მუდმივ რეჟიმში განაგრძობს გაფართოებას, რათა ვაჭრობის უნიკალური გამოცდილება ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის გახადოს ხელმისაწვდომი. 

ბრენდის მიზანი კი ისაა, რომ მომხმარებლებს მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი ხელმისაწვდომ ფასად შესთავაზოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის ყოველდღე. 

Mastercard-ის შესახებ:  

მასტერქარდი ((NYSE: MA), www.mastercard.com , არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210 -ზე მეტ ქვეყანაში. მასტერქარდის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობას, როგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა. შემოგვიერთდით Twitter@MasterCardNews-ზე, ჩაერთეთ საკითხების განხილვაში ბლოგზე „ტრანზაქციის მიღმა“ (Beyond the Transaction Blog) და გამოიწერეთ უახლესი ამბებიEngagement Bureau“-დან (http://newsroom.mastercard.com)

მასალების გადაბეჭდვის წესი