“პრემიერის განცხადება არის ძალიან ამომწურავი, ძალიან დაწვრილებით აღწერს იგი იმ სიტუაციას, რომელიც არის და რომელსაც ვარაუდობს, რომ იქნება. თქვენ იცით, რომ რამდენჯერმე განაცხადა მან თავისი წასვლის სურვილის შესახებ. მე ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან კარგად არის დასაბუთებული, თუ როგორ იმუშავებს მთავრობა მისი წასვლის შემდეგ. პრემიერს სურს, რომ პოლიტიკური და ადმინისტრაციული ფუნქციები დათმოს, იმისთვის, რომ დაეხმაროს სამოქალაქო საზოგადოებას გაძლირებაში. მე აბსოლიტურად ვეთანხმები პრემიერს, რომ სამოქალაქო საზოგადოებას გაძლერება სჭირდება. მას შეუძლია ძალიან დადებითი როლის შესრულება ამ საქმეში. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ეს არის მისი მხრიდან სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ, ყველანი, როგორც უწყებები, ისე სამოქალაქო საზოგადოება, უნდა ვეცადოთ, რომ ყველაფერი, რაც არის მოცემული პრემიერის წერილში, მართალაც შევასრულოთ და ვიზრუნოთ იმაზე, რომ ახალი სახეები გამოჩდნენ და ახალგაზრდობა აღიზარდოს სამოქალაქო საზოგადოების პრინციპების მიხედვით და, საბოლოო ჯამში, მივაღწიოთ იმას, რომ საზოგადოება გახდეს მაკონტროლებელი პოლიტიკური პროცესებისადმი საქართველოში” – განაცხადა ფანჯიკიძემ.
მაია ფანჯიკიძე ამბობს, რომ მისთვის უცნობია, ვინ შეიძლება შეცვალოს ბიძინა ივანიშვილი ამ თანამდებობაზე: ეს არის თემა, რომელიც აქტუალური არ არის, თავის დორზე გახდება ცნობილი. უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, როგორ შეძლებს პრემიერი მის მიერ დანიშნული მთავრობის გაკონტროლებას?
მაია ფანჯიკიძე პასუხობს, რომ პრემიერი ლაპარაკობს მთავრობის გაკრიტიკებაზე და გამჭვირვალეობაზე სამოქალაქო საზოგადოების პოზიციიიდან:”რატომ არის ეს რთული დასაჯერებელი, არ მესმის. მე კარგად წაემომიდგენია. ეს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ასეა, რომ სამოქალაქო საზოგადოება აკონტროლებს მთავრობას. მას აქვს ამ კონტროლის კაპიტალიზაციის საშუალება. აქვს იმ ციკლის მიხედვით, რომელც არის საარჩევნო ციკლი. კერძოდ, ხმის მიცემის შემდეგ ამ კრიტიკას და კონტროლს რეალიზაციას უკვე უკეთებს არჩევნები. ეს უნდა დამკვიდრდეს საზოგადოებაში და სამოქალაქო საზოგადებამ უნდა შეძლოს აიღოს პასუხისმგებლობა იმ პროცესებზე, რომელიც მიდის ქვეყანაში. პრემიერი ამას აკეთებს. მე ვფიქრობ, რომ რაც თქვა, მან ყველაფერი შეასრულა, რაც საზოგადოებას შეპირდა.”
