ახალი ამბები

ალაბამის შტატი მანქანაში მოზარდის თანდასწრებით მოწევის აკრძალვას აპირებს

2 თებერვალი, 2018 • 1759
ალაბამის შტატი მანქანაში მოზარდის თანდასწრებით მოწევის აკრძალვას აპირებს

CNN-ის ცნობით, აშშ-ში, ალაბამის შტატი აპირებს აკრძალოს მანქანაში მოწევა, თუ იქ მოზარდი იმყოფება. მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპოექტს მხარი სენატმა უნდა დაუჭიროს.

თუ კანონპროექტი კანონი გახდება, კანონდარღვევად ჩაითვლება 19 წლამდე ადამიანის თანდასწრებით ავტომანქანაში სიგარეტის მოწევა, მნიშვნელობა არ აქვს, მანქანა მოძრაობს თუ გაჩერებულია. კანონდარღვევის შემთხვევაში კი, მოქალაქე 100 დოლარით დაჯარიმდება.

CNN  სხვადასხვა კვლევაზე დაყრდნობით წერს, რომ ბავშვები უფრო მგრძნობიარენი არიან სიგარეტის მავნე ზეგავლენის მიმართ, რადგან მათი ფილტვები პატარაა, ისინი სწრაფად სუნთქავენ და ნაკლებად განვითარებული იმუნური სისტემა აქვთ.

იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტი კანონად იქცევა, ალაბამა შეუერთდება იმ შტატების რიცხვს, ვისაც მსგავსი რეგულაცია აქვს. მათ შორის არის კალიფორნია, ორეგონი, ვირჯინია და მენი. ყველა შტატს განსხვავებული ასაკობრივი ზღვარი აქვს დაწესებული. მსგავსი რეგულაცია მოქმედებს სხვადასხვა ქვეყანაშიც, მათ შორის- ბრიტანეთში, ავსტრალიასა და კანადაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი