ახალი ამბები

დროა, შავი და დაბურული ჯიპებით სიარულზე უარი ვთქვათ – პრემიერი

2 თებერვალი, 2018 • 6695
დროა, შავი და დაბურული ჯიპებით სიარულზე უარი ვთქვათ – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრებს მოუწოდა, ავტომობილები ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით ჩაანაცვლონ. მისი თქმით, არავის დაუწერია წესი, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა აუცილებლად შავი ჯიპებით იარონ:

“მინდა, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მივმართო, რომ  დროა, შავი ჯიოპების ეპოქა დავასრულოთ საქართველოში, რადგან ყველას აღიზიანებს, მათ შორის მეც, ეს არის გარკვეულწილად  დამკვიდრებული პრაქტიკა. ვფიქრობ, როცა საუბარი იქნება პარკის შეცვლაზე, ჩვენ ამ შავ ფერზე უარი ვთქვათ, რადაგნ დროა, გადავიდეთ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე და ტრანსპორტი  ჩავანაცვლოთ, პირველ რიგში, მინისტრების დონეზე. არა მხოლოდ მთავრობის, მთლიანად ხელსიოუფლების წარმოამდგენლებს ეხებათ ეს, მათ შორის ძალოვან უწყებებსაც. არავის დაუწერია წესი, რომ მაინცდამაინც შავი ჯიპით უნდა იაროს  თუნდაც სამართალდამცავმა, ამიტომ ჩანაცვლება დაიწყება მინისტრებისგან  და გავრცელდება თანდათან ყველგან. მინისტრებმა დავიწყოთ  და შემდეგ მოგვბაძავენ სხვები” – განაცხადა მან დღეს, 2 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

მისივე თქმით, ავტომობილების ჩანაცვლება ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე ერთბაშად ვერ მოხდება და ამ პროცესს დრო სჭირდება, ხოლო შავი ჯიპების გამოყენება დასაშვები გახდება მხოლოდ მაშინ, თუ ამას ეტიკეტი მოითხოვს.

“მაგალითად, დელეგაციების დახვედრისას. თუ ამას ეტიკეტი მოითხოვს, ამ  შემთხვევაში შეიძლება  გამონაკლისი დავუშვათ, სხვა არცერთ შემთხვევასი ჩემთვის არ იქნება მისაღები. მგონია, ეს შავი მანქანების ეპოქა უნდა დავსრულოთ, საერთაშორისო ორგანზიაციები თეთრი მანქანებით მოძრაობენ, არ მგონია, უსაფრთხოების კუთხით რაიმე კომპრომისს უკავშირდებოდეს სხვა ფერის მანქანით სარგებლობა. უარი უნდა ვთქვათ შავი, დაბურული ჯიპებით სიარულზე“,-განაცხადა პრემიერმა.

საუბრისას პრემიერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იაპონიის მიერ გაწეულ დახმარებაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პოლიციას 96 ეკოლოგიურად სუფთა, ჰიბრიდული მანქანა გადაეცათ და განმარტა, რომ საპატრულო პოლიციის მიერ ელექტრომანქანებზე გადასვლა მთავრობისთვისაც მაგალითი უნდა იყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი