აქციის მონაწილეები გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი სესხების მიცემას ითხოვენ. მათი თქმით, უძრავ ქონებაზე აღსრულების ექვსთვიანი შეჩერება მხოლოდ და მხოლოდ სატყუარაა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, გამოსახლებების შეჩერებასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა ამ დროისათვის შეჩერებულია. მისი განმარტებით, პარლამენტსა და მთავრობას შორის შეთანხმება ვერ ხერხდება:
“მთავრობა კანონპროექტის წინააღმდეგია და თუ მასთან შეთანხმება არ მოხდება, კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩავარდება. კანონპროექტის განხილვა არანაირ ეტაპზე არ არის. მე იგივე პოზიცია მაქვს ახლა, რაც თავიდან მქონდა. უნდა შეჩერდეს გამოსახლებები და მომზადდეს პრობლემის მქონე ადამიანების ბაზა.”
მისივე სიტყვებით, “სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ადამიანები უსახლკაროდ არ დარჩნენ. თუ მთავრობას არ უნდა ამ საკითხის გადაწყვეტა, ვერაფერს ვიზამთ. სამწუხაროდ, უუნარო მთავრობებიც არსებობს.”
