თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები დღეს საქართველოს მთავარ პროკურორს შეხვდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია იმედი ავრცელებს.
თემრილანის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებისაგან მოისმენს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიების პროცესი, მაგრამ მისი მოთხოვნა უცვლელია:
“აღიარონ თემირლანის უდანაშაულობა, მიანიჭონ დაზარალებულის სტატუსი და ის ხალხი გაასამართლონ”, – აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
[red_box]მოვლენათა ქორონოლოგია[/red_box]
- 10 იანვარი: პანკისში სპეცოპერაციისას თავში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი დილით გარდაიცვალა. ის 19 წლის იყო.
- მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები ითხოვდნენ, რომ დაჭრილი გადაეყვანათ უცხოეთის კლინიკაში და შვილს უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ.
- 26 დეკემბერი: თემირლან მაჩალიკაშვილის პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საკუთარ სახლში შუბლის არეში დაჭრეს;
- უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი დაკავების მომენტში სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ვერსიას დაჭრილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას მძინარე მდგომარეობაში ესროლეს.
- დაკავებულებს ბრალი ედებათ ტერორიზმის დაფინანსებაში, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერასა და რესურსებით უზრუნველყოფაში.
- სუს–ის ინფორმაციით, პანკისში სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირები დაეხმარნენ ტერორისტებს ბინის და იარაღის მოძიებაში. მათ შორის ჩატაევს, რომელიც სამართალდამცველებმა თბილისში, გაბრიელ ბერის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს.