ჩემპიონატის ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა რუსეთის ნაკრებს 3-2 სძლიეს. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი რუსეთის ნაკრების წევრ ალიმ გადანოვთან დამარცხდა, 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზებედა რეხვიაშვილს მურატ კოდზოკოვმა სძლია და რუსეთის გუნდი 0-2 დააწინაურ. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ავთო ჭრიკიშვილმა მაგომედოვი დაამარცხა, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანმა კირილ დენისოვს სძლია და ანგარიში 2-2 გახადა. გადამწყვეტი მე-5 მატჩი მძიმე წონით კატეგორიაში გაიმართა, რომელშიც ადამ ოქრუაშვილმა რუსეთის ნაკრების წევრი ალექსანდრე მიხაილინი ბოჭვით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი მოუპოვა.
ქართველმა ძიუდოისტებმა ფინალამდე საფრანგეთის, მონღოლეთის და უზბეკეთის ნაკრები გუნდები დაამარცხეს. საქართველოს ნაკრებმა გუნდურ გათამაშებაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული უკვე მესამედ მოიპოვა.



