უფრო კონკრეტულად კი jok.ge-–ს გვერდზე კარტის თამაშების გაუქმებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციასთან ერთად მითითებული აქვს ლინკი, რომელიც გადაწყვეტილების მიზეზს ხსნის. ლინკი, რომელიც საიტზე მითითებულია sibrdzne.ge-ა სადაც საეკლესიო წოდების მქონე პირები კარტის შესახებ საუბრობენ და აცხადებენ, რომ კარტის თამაში ცოდვაა, ის ღვთისგმობას უკავშირდება, ან კარტზე ასახული სიმბოლიკა ქრისტიანობის წინააღმდეგაა მიმართული.
“ჩემი აზრით მიუღებელია კარტის აკრძალვა რელიგიის მხრივ, იმიტომ რომ როგორ ხსნიან, რომ თითქოს სიმბოლოები არის ჯვარი, რომელზეც აცვეს იესო და გული ღრუბელი, რომლითაც ძმარი მოუსვეს სახეზე ხოლო ყვავი შუბი, რომელიც ჩაასვევს, ეს ახსნა მე არ მომწონს და არც ვიზიარებ, ჯერ ერთი “ჯვარი” მხოლოდ ქართულ ენაშია, ინგლისურად “club” არის, რა შუაში ჯვარი საერთოდ? ადეკვატური ახსნით, კარტის სიმბოლოები განასახიერებს წელიწადის ოთხ დროს, 54 კარტია, რადგან ამდენი კვირაა წელიწადში, თუ რაღაც… მოკლედ არ მივესალმები არც იმ ახსნას და არც გადაწყვეტილებას, რომ უნდა გაუქმდეს კარტის თამაშის ფუნქცია, ვითომ ძალიან მორწმუნეები არიან და აუქმებენ, არ მომწონს”.– განაცხადა “ნეტგაზეთთან” საუბარში ვებ–გვერდის ერთ–ერთმა მომხმარებელმა ზვიად გაჩეჩილაძემ.
კარტი არ არის ერთადერთი თამაში, რომელსაც ვებ–გვერდი მომხმარებელს თავაზობს. კარტის გარდა შესაძლებელია ბილიარდის, შაშის და სხვა თამაშებით სარგებლობა. 2014 წლიდან სხვა ცვლილებეიც არის დაგეგმილი, პორტალი ახალ, საერთაშორისო დომეინზე გადადის, განთავსებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ახალ დომეინზე ყველა მომხმარებელი ძველის მონაცემებით უპრობლემოდ შევა და რეიტინგიც შეუნარჩუნდება.
“ნეტგაზეთი” შეეცადა დაკავშირებოდა jok.ge–ს ადმინისტრაციას თუმცა მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.
