ახალი ამბები

BBC- ის “შერლოკის” ახალი სეზონის ტრეილერი [Video]

1 სექტემბერი, 2013 •
BBC- ის “შერლოკის” ახალი სეზონის ტრეილერი [Video]

 

ახალი ტრეილერი არ არის მხოლოდ შერლოკის შესახებ, მასში ბიბისის სხვა პროექტების მომავალი ნაწყვეტებიცაა შესული. 


სერიალში მოქმედებები 21–ე საუკუნეში ვითარდება, თუმცა ბიბისი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული დეტალები სერ ართურ კონან დოილის წიგნიდან შენარჩუნებულია. მაგალითად სერალის გმირებიც, წიგნის გმირების მსგავსად  221b ბეიკერ სტრიტზე ცხოვრობენ, აქვთ იგივე სახელები და მათი მთავარი მტერი მორიარტია. 


სერიალის შემქმნელები სტივენ მოფატი და მარკ გატისი არიან. შერლოკ ჰოლმსის როლს მსახიობი ბენედიქტ კუბერბაჩი, ხოლო მისი მეგობრის, ექიმ ჯონ უოტსონის როლს მსახიობი მარტინ ფრიმენი ასრულებს. 


სერიალის შემქმნელის სტივენ მოფატის განცხადებით, როცა საუბარია სხვა დეტექტივებზე ისინი იძიებენ შემთხვევებს:

 

“შერლოკ ჰოლმს კი აქვს თავგადასავლები და ეს არის ის რაც განსხვავებას აჩვენებს”– აღნიშნავს მოფატი. 

 

მაყურებელთა ნაწილი “შერლოკის” ახალ სეზონის დაწყებას 2013 წლის შემოდგომაზე ელოდება, თუმცა შესაძლებელია ახალი სეზონის გამოსვლა 2014 წლამდე გადაიდოს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი