ახალი ამბები

სამინისტრო: თამბაქოს აქციზის ზრდა უპირობოდ არ იწვევს საცალო გაყიდვებზე ფასის მატებას

31 აგვისტო, 2013 •
სამინისტრო: თამბაქოს აქციზის ზრდა უპირობოდ არ იწვევს საცალო გაყიდვებზე ფასის მატებას

სამინისტროს თქმით, ზრდა თანხვედრაშია თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის სამთავრობო კომისიის მიერ ინიცირებულ კომპლექსურ მიდგომასთან, რომელიც ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის გაძლიერების გრძელვადიანი სტრატეგიის შექმნისკენაა მიმართული.

 

“სტრატეგიის მიზანია თამბაქოსგან გამოწვეული ჯანმრთელობისა და სოციალური ზიანის შემცირება, ასევე ქვეყნის მიახლოება თამბაქოს კონტროლის ჩარჩო -კონვენციით გათვალისწინებულ რეგულაციებთან. აღნიშნული სტრატეგიის განხორციელების სხვადასხვა მექანიზმებს შორის ერთ-ერთია თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის მატება.

 

საგადასახადო კოდექსის შესული ცვლილების თანახმად, ფილტრიანი სიგარეტებისათვის აქციზის არსებული განაკვეთი იზრდება 60 თეთრიდან 75 თეთრამდე. უფილტრო სიგარეტისთვის კი, 15 თეთრიდან 20 თეთრამდე.

 

სამინისტრო აცხადებს, რომ ცვლილებები არ არის გათვლილი ფისკალური ეფექტის მიღებაზე.

“ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ თამბაქოს აქციზის განაკვეთის ზრდის შემდეგ კონტრაბანდის შესაძლო მატებასთან დაკავშირებული რისკები გაანალიზებულია და ამ მიმართულებით მუშაობა კვლავ გაგრძელდება. რაც შეეხება სიგარეტის ფასის შესაძლო მატებას – თამბაქოს აქციზის განაკვეთის ზრდა უპირობოდ არ იწვევს საცალო გაყიდვებზე ფასის მატებას და მისი მოცულობა დამოკიდებულია ბაზარზე არსებულ ვითარებაზე.”

მასალების გადაბეჭდვის წესი