პრეზიდენტის თქმით, 21 აგვისტოს აღმოსავლეთ დამასკოში ქიმიური იარაღის გამოყენება გამოწვევაა მსოფლიოსთვის. მისივე განცხადებით, აღნიშნული ფაქტი აშშ–ის ეროვნული ინტერესებს საფრთხეს უქმნის.
“ჩვენ ვერ მივიღებთ მსოფლიოს სადაც ქალები და ბავშვები, უდანაშაულო მოქალაქეები გაზით მოწამლეს საშინელი მასშტაბით, მსოფლიო უნდა დარწმუნდეს, რომ ჩვენ ვიცავთ ქიმიური იარაღის გამოყენების საწინააღმდეგო ნორმებს”.– განაცხადა ობამამ.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები არ განიხილავს სახმელეთო ოპერაციას და არც გრძელვადიან სამხედრო ოპერაციას.
ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური მდივნის, ჯონ ქერის განცხადებით კი, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად 1 429 ადამიანი დაიღუპა. ჯონ ქერიმ აღნიშნა, რომ დაღუპულთაგან 426 ბავშვია, მან მომხდარს “წარმოუდგენელი საშინელება” უწოდა.
აქამდე, საქველმოქმედო სამედიცინო დაწესებულებების მონაცემებით, ცნობილი იყო, რომ 21 აგვისტოს, აღმოსავლეთ დამასკოში მომხდარი თავდასხმის შედეგად 355 ადამიანი იყო გარდაცვლილი, თუმცა, ჯონ ქერის მტკიცებით, არსებობს ფაქტები, რომელთა თანახმადაც დაღუპულთა რაოდენობა გაცილებით მეტია. მისივე განცხადებით, ასადის რეჟიმი თავდასხმისთვის სამი დღით ადრე მოემზადა:
“ჩვენ ვიცით, რომ რაკეტები წამოვიდა მხოლოდ რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებიდან და დაეშვა მხოლოდ ოპოზიციის მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე”, – განაცხადა ჯონ ქერიმ.
გაეროს ინსპექტორებმა დამასკო დატოვეს უკვე დატოვეს, მათი საბოლოო დასკვნა 2 კვირაში გამოქვეყნდება.
აშშ ინტერვენციას ითხოვს, რათა შეაჩეროს სირიის მთავრობის მხრიდან ქიმიური იარაღის კვლავ გამოყენება. ცნობილია, რომ ინტერვენციაში ბრიტანეთი მონაწილეობას არ მიიღებს. თავის მხრივ, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი უარყოფს ქიმიური იარაღის გამოყენებას და აღნიშნულში მეამბოხე ძალებს ადანაშაულებს.
ჯონ ქერის განცხადებით, მომდევნო ნაბიჯების თაობაზე კონსულტაციები მიმდინარეობს.





