“ამ დროისთვის 7 ქვეყანაში წარდგენილია ელჩობის კანდიდატი, შესაბამისად, შვიდ ქვეყანაში არ გვყავს ელჩი. ეს პროცესი, მოგეხსენებათ, უკვე 9 თვეზე მეტია ჭიანურდება, განსაკუთრებით აღვნიშნავდი, რომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, დიდ ბრიტანეთში და ჩინეთში არ გვყავს ელჩები, რაც ძალიან უშლის ხელს ჩვენი წარმომადგენლობების მუშაობას, მაგრამ ეს ის ძველი თემაა, რომელზედაც არაერთხელ გვისაუბრია. მოგეხსენებათ, პრეზიდენტი მათ დანიშვნას ხელს არ აწერს”– განაცხადა ფანჯიკიძემ.
ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით საგარეო უწყებასა და პრეზიდენტს შორის შეთანხმება რამდენიმე თვის წინაც გართულდა.
7 მარტს მაია ფანჯიკიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებული 9 ელჩის შესახებ ბრძანებულებას პრეზიდენტმა ხელი ამ დრომდე არ მოაწერა. შესაბამისად, მისი განმარტებით, საქართველოს 9 ქვეყანაში ელჩი არ ჰყავს.
“გაკვირვებას იწვეცს. როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ პატივს სცემს ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს, რატომ არ მოაწერა აქამდე ხელი ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის მიერ დამტკიცებული ელჩების შესახებ ბრძანებულებას,”- განაცხადა ფანჯიკიძემ.
პროცედურის თანახმად, პრეზიდენტს აღნიშნული ბრძანებულების ხელის მოწერა მეორე დღეს შეეძლო.





