ახალი ამბებისაზოგადოება

“გალერია თბილისი” ადასტურებს, რომ ნიკო გომელაურის სკულპტურა მშენებლობისას დაზიანდა

1 თებერვალი, 2018 • 4658
“გალერია თბილისი” ადასტურებს, რომ ნიკო გომელაურის სკულპტურა მშენებლობისას დაზიანდა

“გალერია თბილისი” ეხმიანება ნიკო გომელაურის სკულპტურის დაზიანებას და აცხადებს, რომ სკულპტურა სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს დაზიანდა.

“როგორც უკვე ცნობილია, სამწუხაროდ, სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს დაზიანდა ნიკო გომელაურის სკულპტურა. ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ მერიასთან, მშენებელ კონტრაქტორ კომპანიასთან და ავტორთან ერთად და აუცილებლად აღდგება, ან საჭიროების შემთხვევაში დამზადდება ახალი სკულპტურა”, წერია გალერიის განცხადებაში.

გუშინ, 31 იანვარს “თბილისი გალერიასთან” ნიკო გომელაურის სკულტურა დააზიანეს. როგორც სკულპტურის ავტორი როკო ირემაშვილი ამბობს, ის “ბალგარკითაა” მოჭრილი და აღარ აღდგება.

მწერლისა და მსახიობის ნიკო გომელაურის სკულპტურა “თავისუფლების” მეტროსადგურის ზედა მხარეს 2015 წელს დაიდგა და იქვე მოეწყო მისი სახელობის სკვერი. სკულპტურა ძველი უნივერმაღის შენობის სიახლოვეს იდგა.

შენობის რეკონსტუქცია 2016 წელს დაიწყო, როდესაც თანაინვესტირების ფონდმა იქ სავაჭრო ცენტრ “გალერია თბილისის” მშენებლობა წამოიწყო. სავაჭრო ცენტრი 2017 წლის ნოემბრის ბოლოს გაიხსნა, თუმცა რეკონსტრუქციის სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი