ახალი ამბები

“გალერია თბილისი“ მუშაობას 16:00 განაახლებს

16 აგვისტო, 2019 • 904
“გალერია თბილისი“ მუშაობას 16:00 განაახლებს

“გალერია თბილისი“, სადაც გუშინ დაკვამლიანების გამო ევაკუაცია გამოცხადდა, მუშაობას დღეს 16:00 საათზე გააგრძელებს. “გალერია თბილისში“ ამბობენ, რომ მანამდე სავაჭრო ცენტრი მომხმარებლებისთვის დაკეტილია.

“15 აგვისტოს, 22:15 საათზე, გალერია თბილისის ტექნიკურ სივრცეში, სავენტილაციო სისტემის ერთ-ერთ დანადგარს გაუჩნდა ალი, რის გამოც მოხდა სავაჭრო ცენტრის შენობის დაკვამლიანება.

გალერია თბილისის ტექნიკურმა სამსახურმა ძალიან სწრაფად შეძლო ალის ჩაქრობა. ასევე დაუყოვნებლივ მოხდა შენობაში მყოფი ადამიანების ევაკუაცია. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა და არ დაზიანებულა ქონება. ამ ეტაპზე უცნობია შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა,“ – წერია სავაჭრო ცენტრის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი