ახალი ამბები

“გალერია თბილისიდან” მომხმარებლების ევაკუაცია განხორციელდა

21 ოქტომბერი, 2020 • 1141
“გალერია თბილისიდან” მომხმარებლების ევაკუაცია განხორციელდა

სავაჭრო ცენტ “გალერია თბილიდან” დროებით განხორციელდა მომხმარებლების ევაკუაცია. როგორც სავაჭრო ცენტრის პრესსამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, ერთ-ერთ რესტორანში გამწოვი სისტემა დაზიანდა, რამაც აალება გამოიწვია, ამიტომ მომხმარებელების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დაახლოებით 10 წუთი შენობიდან გაიყვანეს.

“რესტორნის პიცის საცხობი ბუხრიდან ნაკვერჩხალი მოხვდა სავაჭრო ცენტრის ჰაერსატარში, რამაც მცირედი აალება გამოიწვია. ჩვენმა ტექნიკურმა სამსახურმა ალი დაუყოვნებლიც ჩააქრო, თუმცა, სანამ დაზუსტდებოდა დეტალები, სწრაფ რეჟიმში მოხდა მომხმარებლების ევაკუაცია. იქიდან გამომდინარე, რომ არანაირი საფრთხე შენობაში არ არის, ისინი 10 წუთში კვლავ დაბრუნდნენ შენობაში”,-აცხადებენ “გალერიაში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი