ახალი ამბები

ნაკაიძე: ჭელაში დაკავებულებს დღეს გაათავისუფლებენ

27 აგვისტო, 2013 • 1195
ნაკაიძე: ჭელაში დაკავებულებს დღეს გაათავისუფლებენ

ტარიელ ნაკაიძის, ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის, თქმით, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს შენობაში იმყოფებოდა და პოლიციის ადგილობრივ ხელმძღვანელობას შეხვდა, იგი დააიმედეს, რომ რამდენიმე საათში დაკავებულებს გაათავისუფლებენ.მისი თქმით, სამმართველოს შენობასთან შეკრებილი მოსალეობა დაპირებების შესრულებას ელის. 

 

“ჩვენ ველოდებით რამდენად შესრულდება, შესაბამისად, მოსახლეობა იტყვის იმ სიტყვას, რაც უნდა თქვას ალბათ. სოლიდარობის ნიშნად ვდგავართ და ველოდებით ამ სიტყვის შესრულებას. მინარეთის ხელმეორედ დამონტაჟება ჩვენი დემოკრატიული ღირებულებების და ფასეულობების შენარჩნებას ნიშნავს,”- განაცხადა ნაკაიძემ. 

 

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს შენობაში იმყოფებოდა ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთაარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი. მთავარეპისკოპოსის თქმით, იმედი აქვს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით დაკავებულ 6 პირს მცირე ჯარიმით გაათავისუფლებენ, ხოლო 3 პირს, ვის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მათ გამოძიება ბრალს, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით წარუდგენს. 

 

“თითქოს ასეთი შთაბეჭდილება იყო, რომ პოლიცია მზად არის, რაც შეიძლება მსუბუქად მოაგვაროს ეს საქმე. ეს გადაწყვეტილება, რომ მეჩეთისთვის მოეშორებინათ მინარეთი, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო. რომელსაც შეცვლა სჭირდება სასწრაფოდ. ამ საკითხის სასწრაფოდ მოგვარებაზე არის დამოკიდებული უამრავი ადამიანის აზრი საკუთარ ხელისუფლებაზე და საკუთარ მეობაზე და ვინაობაზე ამ ხელისუფლებასთან, ამ ქვეყანასთან მიმართებაში,”- განაცხადა სონღულაშვილმა. 

 

სონღულაშვილის თქმით, ჯაჭვი, რომელიც მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის დამაკავშირებლის როლს უნდა ასრულებდეს აღარ არსებობს. მისივე თქმით, სამხარო სამმართველოს წინ შეკრებილ მოქალაქეებს შორის ქრისტიანებიც არიან, რომლებიც მუსლიმ თანამოქალაქეებს სოლიდარობას უცხადებენ. სონღულაშვილი საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მისი მოქალაქეების რელიგიური გრძნობების უგულებელყოფით დაშვებული შეცდომა აღიაროს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი