ალეს ბიალიაცკი (ბელარუსი) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საქართველო) უფლებათა დამცველი ქსელი (ჩინეთი) ის სამი კანდიდატია, რომელიც 26 აგვისტოს, ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებების პრიზისთვის მაძიებელი 27 კანდიდატიდან შეირჩა. 26 აგვისტოს შეხვედრა პრაღაში გაიმართა.
შერჩევის პანელი 6 დამოუკიდებელი პირისგან შედგება და მისი თავმჯდომარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტი ჟან კლოდ მინიონია. 27 კანდიდატიდან, რომელიც პრიზის მოთხოვნებს აკმაყოფილებდა, პანელმა ჯერ 6 კანდიდატის სია შეადგინა, რომელშიც ზემოთ ჩამოთვლი კანდიდატების გარდა ასევე შედიოდნენ ლუდმილა ალექსეევა (რუსეთი), უნგრეთის ჰელსინკის კომიტეტი (უნგრეთი), ფსიქიკური აშლილობის ადვოკატირების ცენტრი – MDAC (უნგრეთი)
“რეაგირება საჭიროა მაშინ, როდესაც ადამიანთა უფლებებს საფრთხის ემუქრება და ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. მაგრამ ასევე აუცილებელია წავახალისოთ და ყურადღება დავუთმოთ მათ, ვინც ადამიანთა უფლებების დამცველად გვვლინება– და ეს შეიძლება არის ის, რასაც ჩვენ ნაკლებად ვაკეთებთ. ეს პრიზი კი ამისთვისაა”– განაცხა ჟან კლოდ მინიონმა, როდესაც 6 კანდიდატიდან 3 კანდიდატის შორთლისთი გამოაცხადა.
შემდეგი შეხვედრა სტრასბურგში 29 სექტემბერს გაიმართება, სადაც პრიზის მფლობელის ვინაობა გაირკვევა. გადაწყვეტილებას ოფიციალურად 30 სექტემბერს, შემოდგომის პირველ სესიაზე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჟან კლოდ მინიონი გამოაცხადებს.
ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამინის უფლებების პრიზის მიზანია, სამოქალაქო სექტორის ის წარმომადგენლები დააჯილდოვოს, რომლებიც ადამიანის უფლებებს იცავს ევროპაში და მის საზღვრებს გარეთ. პრიზის ფონდი 60 000 ევროა.
