ახალი ამბები

ევროკავშირის წარმომადგენლობა აფხაზეთში პუტინის ვიზიტით შეშფოთებულია

27 აგვისტო, 2013 • • 893
ევროკავშირის წარმომადგენლობა აფხაზეთში პუტინის ვიზიტით შეშფოთებულია

“საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა შეშფოთებით აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი პუტინი სულ ახლახან ეწვია საქართველოს აფხაზეთის რეგიონს” – ნათქვამია განცხადებაში. 

 

ევროკავშირის წარმომადგენლობა მიიჩნევს, რომ ეს ვიზიტები არ შეესაბამება სახელმწიფოების სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს.

 

“წარმომდგენლობა კიდევ ერთხელ გამოხატავს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. წარმომადგენლობა, ასევე, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას რეგიონში და მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ძალისხმევა გამოიჩინონ ამ მიმართულებით”.

მასალების გადაბეჭდვის წესი