კვლევის შედეგის თანახმად, მთლიანობაში მთავრობის საქმიანობა 41 პროცენტს მოსწონს, 14 პროცენტს არ მოსწონს, ხოლო 40 პროცენტი ხელისუფლების საქმიანობისადმი ნეიტრალურადაა განწყობილი.

 

ამასთან, კველვის მიხედვით, გამოკითხულთა 29,5 პროცენტი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება არჩევნებამდეც მოსწონდა და ახლა უფრო მეტად მოსწონს, ხოლო 19,6 პროცენტის თქმით, ხელისუფლება ადრე მოსწონდა, თუმცა ახლა აღარ მოსწონს.

 

აღნიშნული საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი ფსიქოლოგი ზურაბ ბიგვავაა, რომელიც თავის დროზე ივანიშვილის მრჩეველი იყო. მისი თქმით, კვლევა ჩატარდა ამა წლის აგვისტოში, მთელი საქართველოს მასშტაბით და გამოკითხულ იქნა 2028 რესპოდენტი სტანდარტული შემთხვევითი შერჩევის მეთოდით.

 

კვლევის ავტორების მტკიცებით, კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +- 2.3 % -ს არ აღემატება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *