მათ ღნიშნული თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ. ბრალდების მხარე გია ნაცვლიშვილისა და ზაზა კაპანაძისათვის 300 ათასი ლარის შეფარდებას ითხოვდა.
ადვოკატ მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, მან სასამართლო პროცესზე საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან პირადი თავდებობის შესახებ განცხადება წარადგინა. განცხადებას ხელს აწერდა 15 პირი.
განცხადებას კი ხელს აწერენ: მწერალი დავით ტურაშვილი, რეჟისორი დათო დოიაშვილი, კომპოზიტორი მაცაცო სებისკვერაძე, ნიკა რაჭველი და სხვა პირები. ისინი თავდებში უდგებიან გია ნაცვლიშვილსა და ზაზა კაპანაძეს, რომ გამოძიებას არ დაემალებიან.
გია ნაცვლიშვილსა და ზაზა კაპანაძეს 4 მილიონზე მატი თანხის უკანონო მითვისებაში ედებათ ბრალი. შემდეგი პროცესი 16 ოქტომბრისთვის ჩაინიშნა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების თაღლითურად დაუფლების და უკნონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით გია ნაცვლიშვილს და ზაზა კაპანაძეს ბრალი 25 აგვისტოს წაუყენა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ შპს “არტესმა” სახელმწიფოს მიერ დაფუძნებით, ძველი ქალაქის რეაბილიტაციის და განვითარების ფონდის დაკვეთით, ქალაქ თბილისში 2009 წლიდან 2012 წლის ბოლომდე საბიუჯეტო დაფინანსებით შეასრულა კალაუბნის, აღმაშენებლის გამზრის, მარჯანიშვილის ქუჩის და ზაარბრიუკენის მოედნის სამშენებლო და სარესტავრაციო სამუშაოები, რა დროსაც შპს “არტესის” დამფუძნებელმა, ზაზა კაპანაძემ, ამავე საწარმოს არაოფიციალურ დამფუძნებელ გია ნაცვლიშვილთან ერთად, ძველი ქალაქის რეაბილიტაციის და განვითარების ფონდის იმჟამინდელი ხელმძღვანელის, სერგო ქავთარაძის დახმარებით, საბიუჯეტო თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება ფიქტიურად გაზარდეს, რითაც ისინი თაღლითურად დაეუფლნენ თბილისის განვითარების ფონდის კუთვნილ 4 520 108 ლარს.”– განაცხადა საგამოძიებო სამსახურმა 25 აგვისტოს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.
ბრალდების მიხედვით, გია ნაცვლიშვილმა და ზაზა კაპანაძემ დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულადი თანხების ლეგალიზაციის მიზნით შპს “არტესისგან” დივიდენდის სახით გაიტანეს და კანონიერი სახის მისაცემად შეიტანეს მათ მიერვე დაფუძნებულ შპს “AVANTE HOSPITAL MANAGMENT GROUP”-ში.
“აღნიშნული თანხები ხსენებული საწარმოს მიერ გამოყენებული იქნა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსგან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან თბილისის N2 სამშობიარო სახლის, ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკური ცენტრის და ბათუმის სამშობიარო სახლის, პედიატრიის ინსტიტუტის ალერგიისა და რევმატოლოგიის ცენტრის, გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის და მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს შესაძენად, რითაც მოახდინეს უკანონოდ მიღებული შემოსავლის ლეგალიზება”- აცხადებენ სამართალდაცავები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით და 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.








