დღეს “პრაიმ თაიმის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე კალანდაძემ განაცხადა, რომ თეა წულუკიანმა და ირაკლი ალასანიამ თავდაცვის აკადემიას იმიჯი შეულახეს, რადგან ამ სასწავლებელში ჩაბარების მსურველთა რაოდენობამ წელს სამჯერ იკლო.
“შევიტანე სარჩელი ირაკლი ალასანიასა და თეა წულუკიანის წინააღმდეგ. მათმა გამოსვლებმა და განცხადებებმა საერთოდ ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა. ალასანიასთან მიმართებაში, მან დამადანაშაულა, რომ მე თითქოს მივითვისე 500 ათასი ლარი. წულუკიანის შემთხვევეში კი, თითქოსდა დავდიოდი და ვახორციელებდი ზეწოლას სამეგრელოს რეგიონში მოწმეებზე. მათმა დისკრიმინაციულმა მოქმედებებმა სამწუხარო და სავალალო შედეგი გამოიღო სამხედრო აკადემიაში. მსურველები არიან გაცილებით ნაკლები “– განაცხადა გიგი კალანდაძემ.
კალანდაძის სარჩელი პატივისა და ღირსების შელახვას ეხება და გენერალი მინისტრებისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს.
გიორგი კალანდაძეს ბრალი ედებოდა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ორი ეპიზოდის ჩადენაში -ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთა ჩადენილი სიცოცხლისათვის, ან ჯანმრთლეობისათვის საშიში ძალადობით.
