ახალი ამბებირეკლამა

ადგილობრივი თვითმმართველობის სტაჟირების პროგრამა – რეგიონები

25 იანვარი, 2018 • 1656
ადგილობრივი თვითმმართველობის სტაჟირების პროგრამა – რეგიონები

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) არის არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს დემოკრატიის განმტკიცებასა და გავრცელებაზე მსოფლიოში. ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური დახმარებით, 2014 წლიდან, NDI ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამას ახორციელებს საქართველოში.

პროგრამა მიზნად ისახავს საკრებულოების ინსტიტუციურ განვითარებას, მათი გამჭვირვალობის ხელშეწყობას, საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას, საკანონმდებლო პროცესის გაუმჯობესებასა და საკრებულოს ამომრჩეველთან ურთიერთობის მექანიზმების დახვეწას.

პროგრამის ფარგლებში NDI კონკურსს აცხადებს სტაჟირების გასავლელად 2018 წლის თებერვლიდან აგვისტომდე საკრებულოებში შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ზუგდიდი, მარნეული და ოზურგეთი.

სტაჟირება სრულგანაკვეთიანია (სამუშაო საათები 10:00 – 18:00 საათი). NDI სტაჟიორებს 150 დოლარის ოდენობის ყოველთვიური სტიპენდიით უზრუნველყოფს. საკრებულოებში შერჩეულ სტაჟიორებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე აქტივობებში და გაიარონ NDI-ის მიერ სხვადასხვა თემაზე ორგანიზებული ტრენინგები. გამოცდილებიდან გამომდინარე, სტაჟიორები საკრებულოს სხვადასხვა ფრაქციასა და კომისიაში იმუშავებენ.

[blue_box]წარმატებული კანდიდატები ქვემოთ მოცემულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ:[/blue_box]

1. ბაკალავრის დიპლომი შემდეგ დარგში:

[checklist]

  • საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკური მეცნიერებები
  • სამართალი
  • საჯარო მმართველობა
  • ეკონომიკა
  • ფინანსები
  • მენეჯმენტი
  • საზოგადოებასთან ურთიერთობები

[/checklist]

2. პოლიტიკური პროცესების კარგი ცოდნა
3. ძლიერი ანალიტიკური უნარები
4. ქართული და ინგლისური ენების სრულფასოვანი ცოდნა
5. დავალებების დროულად შესრულების უნარი
6. გუნდური და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი
7. ძლიერი ორგანიზატორული უნარ-ჩვევები
8. წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარი
9. კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (Microsoft Office, Internet, Social Media).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა 30 იანვრამდე (23:00 საათი) CV და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancygeorgia@ndi.org უნდა გამოაგზავნონ. გთხოვთ მიუთითოთ შესაბამისი პოზიციის დასახელება (მაგ. “ზუგდიდის საკრებულოს სტაჟიორი”) ელ.ფოსტის სათაურში. ტესტირებაზე მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებულნი.

მასალების გადაბეჭდვის წესი