საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარე “საწურბლიას მღვიმე” მიმდინარე წლის გაზაფხულზე მიიღებს პირველ ვიზიტორებს.
“საწურბლიას მღვიმე” წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ყუმისთავის მიდამოებში მდებარეობს. ის კავკასიაში პირველი მღვიმე იქნება, სადაც სასუნთქი გზების პრობლემების მქონე ადამიანები გამაჯანსაღებელ პროცედურებს ჩაიტარებენ.
სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მღვიმის ბუნებრივი სამკურნალო თვისებები ქართველმა და ჩეხმა სპეციალისტებმა შეისწავლეს.
ადგილზე უკვე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი და დამონტაჟდა განათების სისტემა. ის ორ – აქტიურ და პასიურ მღვიმედ გაიყო. სააგენტოს ინფორმაციით, აქტიურ ზონაში სათამაშო მოედნის მოწყობა იგეგმება, პასიურ ზონაში კი შეზლონგები განთავსდება.
პროექტი საქართველოს ბიუჯეტიდან 647 000 ლარით დაფინანსდა.