აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “გამოცდების ეროვნული ცენტრი” ავრცელებს:
“2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ჩარიცხულთა სიები) გამოქვეყნდება კვირას, 25 აგვისტოს, 15:00-საათის შემდეგ. ამასთან დაკავშირებით, 25 აგვისტოს, 14:00 საათიდან იმუშავებს გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი-2473333. ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც – ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე წითლად მითითებული) უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333”.– ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





