როგორც “ნეტგაზეთს”ფესტივალის პიარ–მენეჯერმა, ნიკა დვალაძემ განუცხადა, დღეს დაგეგმილი ღონისძიება შემოდგომაზე ჩატარდება:

 

” ყველას, ვისაც ნაყიდი აქვს ბილეთი, შუნარჩუნდება. ის ივენთი, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო, შემოდგომაზე გაიმართება და აბსოლუტურად ყველა, ვისაც ბილეთი ნაყიდი ჰქონდა, დასწრებას შეძლებს. ყველა არტისტი, რომელიც დღეს უნდა გამოსულიყო, შემოდგომაზე გამოვა”.

 

მისივე თქმით, ფესტივალის სტუმრებმა შეძენილი ბილეთები უნდა შეინახონ, რათა შემოდგომაზე დაგეგმილ ღონისძიებაზე დასწრება შეძლონ. 

 

“რეალურად, საფესტივალო ქალაქი სანახევროდ განადგურებულია, ასევე გადამწვარია აპარატურის გარკვეული ნაწილი. წყლის მიერ დატბორილია ტერიტორიის გარკვეული ზონები”– განუცხადა “ნეტგაზეთს” ნიკა დვალაძემ. 

 

პიარ–მენეჯერის განცხადებით, დღევანდელი დღის ნაცვლად ახალი ღონისძიება სექტემბერში, თბილისში  გაიმართება. 

 

შეგახსენებთ, რომ Batumi Summer Set დღეს უნდა დასრულებულიყო.  დღის მთავარი მოვლენა Faithless იყო, რომელიც მინიმალისა და ტექნოს ჟანრში  ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი პრესტიჯული მუსიკალური პროექტია. ასევე დღეს უნდა გამოსულიყვნენ VAKO KEY &VAKO T. MAO & THE MINS, GIO SHENGELIA &SIKHA, RONE, VINCENT & LASHA

 

ბათუმი 24.08 2013
ბათუმი 24.08 2013

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *