“პრემიერ–მინისტრის აქცენტი არის სწორი, როდესაც ის ამბობს, რომ უმთავრესია შევეხიდოთ, შევეშველოთ ჩვენ საზოგადოებას განვითარებაში, რომ საზოგადოებაა უპირველესი და იქედან გამომდინარეა ჩვენი პოლიტიკური პროცესი. აი, ასე სახელმწიფოებრივად აღიქვამს სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცების მნიშვნელობას დღევანდელი პრემიერ–მინისტრი” – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
ბლუმბერგთან ინტერვიუს დროს პრემიერ–მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ახალ წლამდე პოლიტიკიდან წავა და საზოგადოებრივ საქმიანობას გააგრძელებს:
“ვფიქრობ, ახალ წლამდე პოლიტიკიდან წავალ და აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას გავაგრძელებ. ჩემი აზრით, ჩვენი პრობლემა არა მთავრობაში, არამედ საზოგადოებაშია, რომელიც ძალიან გამოუცდელია და მცირე პოლიტიკური კულტურის მატარებელია. ყველაფერს ვიღონებ მათი პოლიტიკური კულტურის ასამაღლებლად”.- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.





