“სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 122 პატარა და 1 დიდ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება – ნედლი მცენარეული მასა ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, სულ ამოღებულია 226 გრამი ნარკოტიკული საშუალება, ე. წ. ,,ბიომარიხუანა“.გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა აღნიშნული ნარკოტიკი სომხეთის რესპუბლიკიდან შემოიტანეს. ნარკოლოგიური შემოწმებით ორივე ბრალდებულს ,,ბიომარიხუანას“ მოხმარების ფაქტი დაუდგინდა”.–ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით). ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელი თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე ითალისწინებს.





