ახალი ამბები

შეწყალების კომისიამ 127 პატიმარს სასჯელისგან სრულად გათავისუფლების რეკომენდაცია მისცა

24 აგვისტო, 2013 •
შეწყალების კომისიამ 127 პატიმარს სასჯელისგან სრულად გათავისუფლების რეკომენდაცია მისცა

შეწყალების კომისიის  თავმჯდომარის, ელენე თევდორაძის განცხადებით,  127 პატიმარი, კომიისიის რეკომენდაციით, მთლიანად თავისუფლდება სასჯელისგან,  47 პატიმარს კი სასჯელის განახევრების რეკომენდაცია მისცეს.  3 პატიმარმა კი წლების შემცირების რეკომენდაცია მიიღო.

 

“40 ქალიდან 13 შევიწყალეთ. აქედან 7–ს გათავისუფლების რეკომენდაცია მივეცით”–განაცხადა თევდორაძემ. 

 

სახალხო დამცელის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, კომისიის მიერ განხილული სააქმეებიდან უმეტესობა ნაკლებად მძიმე დანაშაულს ეხებოდა:

 

“უმეტესად იყო ნაკლებად მძიმე დანაშაულები, ძალიან ბევრი იყო ნარკოტიკულ დანაშაულზე დაპატიმრებული პირები, თუმცა  იყო რამდენიმე შედარებით მძიმე [დანაშაულზე], მაგრამ ავადმყოფობის გამო მოხდა ძალიან ბევრ საქმეზე დადებითი გადაწყვეტილების მიღება. თუმცა ეს რეკომენდაციაა. საბოლოო ჯამში, მაინც პრეზიდენტი განსაზღვრავს და პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას. რამდენად იქნა გათვალისწინებული ჩვენი რეკომენდაცია, ეს უახლოეს დღეებში გამოჩნდება.”– განაცხადა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი