“საერთოდ არ ვიცი, ვინ არის ქალბატონი თამარ ჟვანია, მაგრამ თუ მათ დაასახელეს… მე შევთავაზე ეს [კახა] კოჟორიძეს, [ნინო]ლომჯარიას და [ეკა]გიგაურს. რომ გითხრათ, მზე და მთვარე ამომდის ამ სამ პიროვნებაზე, ასე არ არის –ისინი მუდმივად, ხშირად ძალიან უსამართლოდ მაკრიტიკებენ, მაგრამ მიმაჩნია, რომ გიგაური, იგივე ლომჯარია, არის გულწრფელი, გულანთებული, ნორმალური ადამიანი. ამიტომ შევთავაზე მათ. ძალიან მესიმპათიურება ეს ხალხი, მიმაჩნია, რომ თავისი ქვეყნისთვის კარგი უნდათ, ძირითადად მხოლოდ ტელევიზორიდან ვიცნობ… თუ თვითონ არ მოინდომეს და ვიღაც წარმოადგინეს, ვისაც არ ვიცნობ, მე ალბათ მათ მსჯელობას უნდა ვენდო”, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

საარჩევნო თემატიკაზე მომუშავე 11-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატად თამარ ჟვანია დაასახელა.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *