ე.წ. სამხრეთ ოსეთის “პრეზიდენტი” ლეონიდ თიბილოვი აცხადებს, რომ ოსი ხალხი 2008 წლის სამხედრო აგრესიას არასოდეს დაივიწყებს.
“სამხრეთ ოსეთზე განხორციელებული თავდასხმა მოხდა ქართული საზოგადოების საყოველთაო მხარდაჭერით, რომელიც გახარებული ადევნებდა თვალს ცხინვალის დაბომბვის სატელევიზიო რეპორტაჟს. სამხრეთ ოსეთის ხალხი არასოდეს დაივიწყებს და ვერ შეძლებს მის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების პატიებას”, – განაცხადა თიბილოვმა “რია ნოვოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
მან საქართველოს ხელისუფლებაში განხორციელბული ცვლილებების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა: “არ მჯერა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება ცხინვალთან მიმართებაში არსებულ პოლიტიკას შეცვლის”.
