“თანამდებობის დატოვებას ნამდვილად ვაპირებ. მე ველოდები ღირსეულ შემცვლელს და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. ყველამ მირჩია, სულ საახლობლო წრეა მთავრობაში. ვინაიდან ამ 9 თვის განმავლობაში არ ისვენებდა 40–50 ადამიანი, მირჩიეს, რომ ეგენი არ მოგისვენებენ და გამოერიდეო. მე სპორტის მუშაკი კაცი ვარ და დაუმსახურებელ ლანძღვა–გინებას ვერ ვიტან. პოლიტიკოსი კი, მოგეხსენებათ, უნდა იტანდეს რაღაც–რაღაცებს. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება. მე ახლა ველოდები, რომ ამ სკამზე არ მოხვდეს ისეთი პიროვნება, ვინც ამ ხნის განმავლობაში უღირსად მებრძოდა. თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებას დავწერ, მას შემდეგ, რაც დავრწმუნდები, რომ მაღალი დონის კადრი დაინიშნება. მე უკვე ვურჩიე ასეთი მაღალი დონის კადრის კანდიდატურა და, სავარაუდოდ, ეს პიროვნება იქნება… მის სახელს და გვარს ვერ გეტყვით”, – განაცხადა იაძემ და დასძინა, რომ მას გასული 9 თვის განმავლობაში ის ადამაინები ებრძოდნენ, ვისაც კასპის რაიონში გარკევული თანამდებობების დაკავება სურდათ და ეს ვერ მოახერხეს.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, იაძე აცხადებს, რომ იგი ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერია და თუ პრემიერი მას რომელიმე სფეროში საქმიანობას შესთავაზებს, ამ წინადადებას განიხილავს და დიდი სიამოვნებით დათანხმდება.
“დაველოდები. მე ვარ თავგადაკლული, ნებისმიერს შევეჯიბრები ბიძინა ივანიშვილის სიყვარულში. მე ვარ ბიძინა ივანიშვილის მომხრე და დიდი მოსიყვარულე ამ ადამიანის, და სადაც დავჭირდები, და თუ მე იმ საქმეს შევძლებ, დიდი სიამოვნებით…”, – განაცხადა მან.





