ახალი ამბები

11 არასამთავრობო ორგანიზაცია ცესკოს თავმჯდომარედ თამარ ჟვანიას წარადგენს

22 აგვისტო, 2013 •
11 არასამთავრობო ორგანიზაცია ცესკოს თავმჯდომარედ თამარ ჟვანიას წარადგენს

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა შორის არიან სამართლიანი არჩევნები, საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,  კანდიდატს ხვალ, 23 აგვისტოს დაასახელებენ.

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, ისინი  თამარ ჟვანიას კანდიდატურას  დაასახელებენ.

თამარ ჟვანია გაეროს განვითარების პროგრამის საარჩევნო დახმარების პროექტის ხელმძღვანელია.  აღნიშნული პროგრამა მჭიდროდ თანამშრომლობს საარჩევნო ადმინისტრაციასთან, პოლიტიკურ პარტიებთან, დამკვირვებლებთან, ამომრჩევლებთან და მედიასთან.  პროგრამის მიზანია დაეხმაროს საქართველოს სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში შემდეგი კომპონენტების გაუმჯობესებით: საარჩევნო ადმინისტრაციის და არჩევნებთან დაკავშირებული სხვა ჯგუფების პროფესიონალიზმი; საარჩევნო კანონმდებლობა; ამომრჩევლების ინფორმირებულობა. პროგრამმა 2012 წელს დაიწყო და 2014 წლის მაისში დასრულდება. 

ცესკოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია, რადგან ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი ვადაზე ადრე გადადგა. მანდ 15 აგვისტოს განაცხადა, რომ პოლიტოკოსობას აპირებს.

 

საარჩევნო კოდექსის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებთან კონსულტაციების შემდეგ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცესკოს წარუდგენს 3 კანდიდატურას.  

მასალების გადაბეჭდვის წესი