ბიძინა ივანიშვილი /ფოტო: ივანიშვილის პრესსამსახური
ბიძინა ივანიშვილი /ფოტო: ივანიშვილის პრესსამსახური

“ნებისმიერ სერიოზულ წინადადებას ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ. მე მინდა სხვა რამეზე გავაკეთო აქცენტი: ძალიან სამწუხარო იყო როგორც მოიქცნენ ტელევიზიის ჟურნალისტები და ხელმძღვანელობა, რომ  საინფორმაციო გამოშვების შემდეგ დახურეს… ამ დროს თვითონვე ჰქონდათ მათ ეს განცდა, რომ ძალიან ბევრია მყიდველი და მსურველი, რომელიც მე ვერ ვნახე ისეთი დახურული ქმედებით, რომ არ გამომეწვია აჟიოტაჟი ტელევიზიის ირგვლივ და ამით ტელევიზიას ჩრდილი არ მიყენებოდა.

 

მე ვახერხებდი ყველა პოტენციურ მყიდველთან საუბარს და საბოლოოდ ყველა მყიდველმა უარი თქვა წინა პარასკევს და იმის შემდეგ მე მოველაპარაკე ქალბატონ ლუბა ელიაშვილს და ავუხსენი მდგომარეობა, რომ ამაზე გვიან ტელევიზიის დახურვა უკვე უხერხული იქნება და ამის შემდეგ ის განცხადება გავაკეთეთ, რომელიც გავაკეთეთ. ჩემთვის ძალიან უცნაური იყო ჟურნალისტების რეაქცია და თვითონ ხელმძღვანელობის რეაქცია, რომ ადგნენ და გათიშეს არხი. ამ დროს შეიძლებოდა 10 დღის განამვლობაში…

 

როგორც თვითონ მიმტკიცებენ, რომ ძალიან ბევრია მყიდველი, თუმცა მე ძალიან ეჭვი მეპარება, რომ სერიოზული მყიდველი იყოს, თუ იქნება, მე მოხარული ვიქნები, რა თქმა უნდა”, – განაცხადა პრემიერმა.

 

ბიძინა ივანიშვილმა 19 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომ თუკი პირველ სექტემბრამდე “მეცხრე არხი” და “ინფო 9” არ გაიყიდებოდა, არხს დახურავდა და თანამშრომლებს მომდევნო ორი თვის ხელფასს გადაუხდიდა. მეცხრე არხმა მაუწყებლობა იმავე დღესვე შეწყვიტა. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *