ახალი ამბებირეკლამა

„ნიკორას“ თანამშრომლები კომპანიის აქციონერები ხდებიან

23 იანვარი, 2018 • 3390
„ნიკორას“ თანამშრომლები კომპანიის აქციონერები ხდებიან

2018 წლის 24 იანვარს, 11:00 საათზე, კომპანია „ნიკორა“ სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ (ვარდების რევოლუციის მოედანი #1) პრესკონფერენციას გამართავს.

პრესკონფერენცია შეეხება კომპანიის მიერ აქციების გამოშვებას და 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თანამშრომლებისთვის საჩუქრად გადაცემას. რის შედეგადაც „ნიკორაში“ დასაქმებული 4000-ზე მეტი ადამიანი კომპანიის აქციონერი გახდება.
აღსანიშნავია, რომ კომპანია „ნიკორა“ წარმატებით ახორციელებს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ოპერაციებს. კომპანიას მსგავსი გამოცდილება ჰქონდა წარსულშიც.

პრესკონფერენციის მიზანია, საზოგადოებას ახლოს გავაცნოთ, თუ რას ემსახურება აქციების გამოშვება და რა დადებითი შედეგის მოტანა შეუძლია მას, როგორც ქვეყნის, ასევე, კომპანიისთვის. პრესკონფერენციის ფარგლებში მიმოხილული იქნება ნიკორას განვითარების სამომავლო გეგმები.

,,ნიკორა“ 1998 წელს დაფუძნდა და მე-20 წელია კვების პროდუქტების ბაზრის უცვლელი ლიდერია. ამჟამად ჰოლდინგში ხორცპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურ-ფუნთუშეულის, გაყინული საკონდიტრო ნაწარმისა და ფრეშ სალათების საწარმოებია გაერთიანებული და საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანი სუპერმარკეტების ქსელია წარმოდგენილი. გარდა ამისა, “ნიკორას” ერთ-ერთი შვილობილი კომპანია “ინტრეიდი” არაერთი სახეობის კვების პროდუქტისა და სასმელის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში. „ნიკორა“ერთ-ერთი პირველია ქართული კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შორის, ვინც მრავალი წელია ფლობს ISO 9001:2008; ISO22000:2005 – HACCP სერტიფიკატებს.

პრესკონფერენციას ჩაატარებენ:
სს „ნიკორას“ გენერალური დირექტორი ირაკლი ბოქოლიშვილი
სს „ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით ურუშაძე

საქონტაქტო პირი:
ანა კოშაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
577651777
a.koshadze@nikora.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი