შეხვედრა პრემიერ–მინისტრის საზაფხულო რეზიდენციაში გაიმართა.
პრემიერ- მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოსა და მის პერსპექტივებზე იმსჯელეს. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა სტუმარს საინტერესო საუბრისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ახალი ხელისუფლების ძალისხმევა ბიზნესგარემოს გაჯანსაღების კუთხით მალე შედეგს გამოიღებს და ქვეყანაში ინვესტიციის მოცულობა გაიზრდება.
მარკ მობიუსმა განაცხადა, რომ ისინი საქართველოში უკვე ახორციელებენ ინვესტიციებს და მისი გაზრდის სურვილი აქვთ.
ცნობილი არ არის, რა ინვესტიცია განახორციელა საქართველოში Franklin Templeton Investments-მა.





