ახალი ამბები

შსს-მ ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

22 აგვისტო, 2013 •
შსს-მ ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

“სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები: „ბუპრენორფინი“-ს აბის ნაფხვენი და 50 აბი „ტრამადოლი“. გამოძიებამ დაადგინა, რომ  ბექა ვ-მ ნარკოტიკები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიიდან ჩამოიტანა”, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

 

მათივე ინფორმაციით, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ბრალდებულს „ოპიუმის“ ჯგუფის ნარკოტიკული  საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა, დაკავებლი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და გამოძიება საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი