ახალი ამბებიეკონომიკა

მერია ფონიჭალაში გვირაბის ასაშენებლად 2.2 მილიონ ლარამდე დახარჯავს

22 იანვარი, 2018 • 4495
მერია ფონიჭალაში გვირაბის ასაშენებლად 2.2 მილიონ ლარამდე დახარჯავს

თბილისის მერიამ ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი მიწისქვეშა გზაგამტარის ასაშენებლად, ასევე, მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის 2 202 883 ლარამდე ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

შპს საქგზამეცნიერებამ თბილისის გამგეობასთან შეთანხმების საფუძველზე პროექტი 2016 წელს შეიმუშავა. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, მიწისქვეშა გვირაბის მშენებლობისა და გზის რეაბილიტაციის გარდა, დაგეგმილია საფეხმავლო ტროტუარისა და ღობის გაკეთებაც.

პროექტის მიხედვით, განახლდება ძველი რკინიგზის ლიანდაგებიც, ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა დაიდგას გარე განათების ბოძები და დაირგოს ფოთლოვანი/წიწვოვანი ხეები.

ტენდერი 18 იანვარს გამოცხადდა და 9 თებერვალს დასრულდება. ამ ეტაპზე შესყიდვაზე ინტერესი არცერთ სამშენებლო კომპანიას გამოუცხადებია.

ფონიჭალის დამაკავშირებელი მიწისქვეშა გზაგამტარის მშენებლობის და მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი, რომელიც შპს საქგზამეცნიერებამ შეიმუშავა

მასალების გადაბეჭდვის წესი