ახალი ამბები

ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო პროექტის კურატორის შეცვლის მიზეზი გაურკვეველია

21 აგვისტო, 2013 •
ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო პროექტის კურატორის შეცვლის მიზეზი გაურკვეველია

ირაკლი წულაია
ირაკლი წულაია

რაც შეეხება წულაიას, არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი ზონის” ინფორმაციით, იგი ცოტა ხნის წინ ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით დააკავეს, რაც მისი ზემოხსენებული თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი გახდა.შეესაბამება თუ არა სიმართლეს ინფორმაცია წულაიას დაკავების შესახებ? – ამ კითხვით “ნეტგაზეთმა” შსს–ს, შპს მარაბდა–კარწახის რკინიგზას და საქართველოს რკინიგზას მიმართა.

 

შსს-ს პრესსამსახურში ინფორმაციის გადამოწმებას დაგვპირდნენ, თუმცა დასმულ კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ გაუციათ. საქართველოს რკინიგზაში კი აღნიშნეს, რომ შპს მარაბდა–კარწახი მათ დაქვემადებარებაში მყოფი კომპანია არ არის და, შესაბამისად, ამ საკითხზე ინფორმაციის გაცემა მათ კომპეტენციას არ წარმოადგენს. წულაიას თანამდებობიდან გათავსიუფლების მიზეზს არც კომპანია “მარაბდა–კარწახში” აკონკრეტებენ.

 

“წულაიას გათავისუფლების მიზეზებზე ვერაფერს გეტყვით, იმიტომ, რომ არ ვიცით. ვერც ამ ინფორმაციას [წულაიას დაკავების შესახებ გავრცელბულ ცნობას] დავადასტურებთ, იმიტომ, რომ მსგავს ცნობას ჩვენ არ ვფლობთ. ბატონი ოლეგი ორშაბათიდან შეუდგა მუშაობას”, – განაცხადეს კომპანიის პრესსამსახურში.

 

შპს მარაბდა–კარწახი, რომლის 100–პროცენტიანი წილის მფლობელი სახელმწიფოა, ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო პროექტშია ჩართული და საქართველოს ტერიტორიაზე სარკინიგზო მშენებლობას ახორციელებს. ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო ხაზის ექსპლუატაციაში შესვლა 2014 წლისთვის იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი