ახალი ამბები

ელისაშვილი: საპრეზიდენტო არჩევნებზეც ვფიქრობ, საპარლამენტო არჩევნებისთვის ვემზადები

21 იანვარი, 2018 •
ელისაშვილი: საპრეზიდენტო არჩევნებზეც ვფიქრობ, საპარლამენტო არჩევნებისთვის ვემზადები

“საპრეზიდენტო არჩევნებზეც ვფიქრობ, საპარლამენტო არჩევნებისთვის ვემზადები, არა მხოლოდ ვფიქრობ,”- ეს განცხადება თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა  გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში” გააკეთა.

მისოვე თქმით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, თბილისის მერის 2017 წლის ოქტომბრის არჩევნებში მარცხის შემდეგ 100-დღიანი მორატორიუმი ჰქონდა გამოცხადული, რომელიც დაარღვია, რადგან თბილისის გენერალურ გეგმას ეხებოდა საქმე:

“ჩვენთან არის სტანდარტული წესები პოლიტიკაში, მე კიდევ, არ მომწონს ეს სტანდარტული წესები. ნორმალურ ქვეყანაშ ნორალური წესია, რომ არჩევნებში დამარცხებული კანდიდატი და კანდიდატები აცლიან ხოლმე 100 დღე აცხადებენ მორატორიუმს, არ აკრიტიკებენ გამარჯვებულს და ამის შემდეგ იწყება უკვე შეფასებები, კრიტიკა, ოპონირება და ა.შ. ხანდახან, შექებაც კი. ეს აზრიანი მორატორიუმი მქონდა და ბევრისთვის იყო გაუგებარი,”- განაცხადა ელისაშილმა.

მისივე თქმით, თებერვლიდან მისი საზოგადოებრივი ორგანიზაცია გააქტიურებას აპირებს:

„პოლიტიკიდან არსად წავსულვარ. უიმე, ამ ჯერზე ვერ გავიმარჯვე, გული გამიტყდა და ხალხზე გავბრაზდი – ასეთი რამ ძალიან არასერიოზული და ბავშვური იქნება.  ერთი შეხედვით, ძალიან ზედაპირული კაცის შთაბეჭდილებას რომ ვტოვებ, ეს მე ვიცი ზუსტად, მაგრამ, პოლიტიკას ძალიან სერიოზულად და სიღრმისეულად ვუყურებ და საქმეში სათამაშოდ ნამდვილად არ ვარ შესული… გუნდი, რომელიც შემოკრებილი მყავდა, არ დამიკარგავს, პირიქით, ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი გამომეხმაურა ამ დროის განმავლობაში. თებერვლიდან, არ ვიცი, კლუბი ერქმება ამას, პარტია თუ საზგადოებრივი მოძრაობა, ორგანიზაციასთან ერთად ვაპირებ გააქტიურებას,”- განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, დაგეგმილი აქვს შეხვედრები ბრუსელში ევროსტრუქტურების წარმომადგენლებთან:

“24-ში ბრიუსელში მივდივარ, ძალიან სერიოზული შეხვედრა მექნება. არჩევნების შემდეგ მათაც გამოთქვეს სურვილი ჩემი გაცნობის, იმიტომ, რომ აინტერსებთ, ვინ არის ის კაცი, ვნც უფულოდ, ჯიბეში ხელებჩაწყობილი მივიდა და მეორე ადგილზე გავიდა და დიდ ოპოზიციურ პარტიებს აჯობა. ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ევროსტრუქტურებში შეხვედრები. სამდღიანი ძალიან სერიოზული შეხვედრა მექნება და ამის შემდეგ ძალიან აქტიურ ნაბიჯებს გადავდგამ,”- გნაცხადა ელისაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი