ახალი ამბები

“რიკოთის უღელტეხილთან” საავტომობილო მოძრაობა განახლდა

18 აგვისტო, 2013 • 1267
“რიკოთის უღელტეხილთან” საავტომობილო მოძრაობა განახლდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან “ნეტგაზეთს” აცნობეს, რომ მოძრაობა რიკოთის უღელტეხილთან არსებულ ორ მცირე ზომის გვირაბზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო შეფერხდა. 

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, მძღოლები გზაზე მოძრაობის მარეგულირებლის მითითებებს არ დაემორჩილნენ, რის გამოც თბილისი-ფოთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხდა. 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საპატრულო პოლიცია მოძრაობის აღდგენას ცდილობდა, რის შედეგადაც საგზაო მოძრაობა გაიხსნა, თუმცა მოძრაობა ისევ გადატვირთულია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი