ახალი ამბები

ნატახტარის ლუდის ფესტივალი ბათუმში და თელავში

16 აგვისტო, 2013 •
ნატახტარის ლუდის ფესტივალი ბათუმში და თელავში

„ნატახტარის ლუდის ფესტივალის“ ტური საქართველოს ქალაქებში გრძელდება და ამჯერად ორდღიანი ფესტივალი ბათუმსა და თელავში გაიმართება. 17-18 აგვისტოს, კომპანია „ნატახტარის“ მიერ ორგანიზებული სახალხო დღესასწაული ბათუმში გაიმართება უნივერსიტეტის ეზოში (ფანტანის მიმდებარე ტერიტორიაზე), ხოლო თელავში თეატრის პირდაპირ.

ღონისძიება დაიწყება 17:00-ზე. მუსიკალურ განწყობას შაბათს ბათუმში შექმნიან „ზარები“, Other Side, სალიო და ელენე კალანდაძე, ხოლო კვირას -„ნალი“, Latino Boys, დავით ილურიძის ბენდი და ფრანი.

თელავის მუსიკალური პროგრამა – შაბათი: Evening Project,  „ნალი“, „გობლინები“ Natural Born Lovers (ft. Poul)  და „REGGEYON“. კვირა: „ზარები“, Imagine, Jumping General და Natural Born Lovers (ახალი პროგრამით)

ბენდების გამოსვლებს შორის შესვენებებზე გაიმართება სხვადასხვა სახის შეჯიბრებები და თამაშები ლუდის სმაში. გამარჯვებულებს საჩუქრად გადაეცემათ ფესტივალის ატრიბუტიკა.

ფესტივალზე გასართობი იქნება ბავშვებისთვისაც – საგანგებოდ გაწყობილ ლიმონათის კუთხეში მათ გართობაზე ანიმატორები იზრუნებენ.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება კომპანიის ხუთი ბრენდი: ნატახტარი, მთიელი, კაიზერი, კოზელი და ეფესი.

მასალების გადაბეჭდვის წესი