ახალი ამბები

სასულიერო პირის საქმის განხილვა სასამართლოში გადაიდო

15 აგვისტო, 2013 • • 2089
სასულიერო პირის საქმის განხილვა სასამართლოში გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, 17 მაისის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულთა საქმე დაეწერა მოსამართლე დავით მგელიაშვილს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დაასრულა ბაჩო ახალაიასა და სხვების სასამართლო საქმის განხილვა, ახლა კი განაჩენის გამოტანაზე მუშაობს და სწორედ ამის გამო, მან მიიღო საქმის განხილვის გადადების გადაწყვეტილება. მხარეებს ერთი დღით ადრე ეცნობებათ სხდომის გამართვის თარიღი.

 

ირაკლი ბასილაია (მამა იოთამი) 17 მაისის კონტრაქციაში მონაწილეობის გამო ბრალი წაყენებული აქვს  სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით, რაც გულისხმობს შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის, ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას – ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ამავე საქმეზე ამავე მუხლით ბრალდებული იყო მამა ანთიმოზი(თამაზ ბიჩინაშვილი),  თუმცა, მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ წინასასამართლოს ხდომაზე გადაწყვიტა, რომ მისი საქმის განხილვა არ გაიმართება. მოსამართლის განცხადებით, საქმეში არსებობს მხოლოდ ერთი ვიდეომასალა, სადაც ისმის გინება და, როგორც მოსამართლემ აღნიშნა, კიდეც რომ დადასტურდეს ის ფაქტი, რომ ნამდვილად თამაზ ბიჩინაშვილი იგინება, ეს არ არის საკმარისი მტკიცებულება იმისათვის, რომ მან ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული.

 

მამა იოთამი(ირაკლი ბასილაია)
მამა იოთამი(ირაკლი ბასილაია)

17 მაისთან დაკავშირებით სასულიერო პირის გარდა ბრალი წაყენებული აქვთ ტიტალ დავრიშიანს, ბექა სალუქვაძესა და გიორგი ბასიაშვილის. ეს მუხლი ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. 

 

17 მაისს, ტრანსფობიასთან და ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში უნდა გამართულიყო აქცია-ფელშმობი, რისი საშუალებაც უფლებადამცველებს არ მისცეს სასულიერო პირებმა, მრევლმა და ადამიანების ჯგუფმა, რომლებმაც კონტრაქცია გამართეს. კონტრაქციის მონაწილეებმა ლგბტ აქტივისტებსა და მათ მხარდამჭერებს აქციის გამართვის საშუალება არ მისცეს, დაედევნენ, დალეწეს ავტობუსები და მიკროავტობუსები.

მასალების გადაბეჭდვის წესი